კალიფორნიაში მომიტინგეებმა მიგრანტების ავტობუსებს გზა გადაუღობეს

ამერიკაში მომიტინგეებმა საშუალება არ მისცეს ავტობუსებს, რომლებსაც მიგრანტი ოჯახები გადაჰყავდათ, კალიფორნიის გამანაწილებელ ცენტრამდე მისულიყვნენ. ამერიკელი მომიტინგეები სასაზღვრო ქალაქ მურიეტაში გადაეღობნენ სამ ავტობუსს, რომლებშიც ცენტრალური ამერიკიდან მომავალი 140-მდე ადამიანი იჯდა. მომიტინგეები აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ მიგრანტთა განაწილება და მათი საქმეების განხილვა ქალაქ მურიეტაში მოხდებოდა. ამერიკის ხელისუფლებამ ავტობუსები სხვა მოსაზღვრე ქალაქში გადაამისამართა.