ნიგერიაში ბომბის აფეთქებამ 18 ადამიანი შეიწირა

სულ ცოტა 18 ადამიანი დაიღუპა ბომბის აფეთქების შედეგად მაიდიგურიში, რომელიც ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ბომბი ბაზარში, ნახშირით დატვირთულ მანქანაში იყო დამალული. პასუხისმგებლობა თავდასხმაზე არავის აუღია, თუმცა მაიდუგური მეამბეხო ჯგუფ ბოკო ჰარამის ძალადობრივი კამპანიის ეპიცენტრში მდებარეობს.