გიგი უგულავას არ შეეფარდა აღმკვეთი ღონისძიება

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების თაობაზე. შესაბამისად, გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ შეეფარდა. პროკურატურა მოითხოვდა გიგი უგულავს მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით 50 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებასა და პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევას. უგულავა ბრალდებულია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კომპანია „სითი პარკის“ მეშვეობით მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში.