კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიწვევით საქართველოში იმყოფება გერმანელი მეცნიერი თომას შტიოლნერი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიწვევით საქართველოში იმყოფება გერმანელი მეცნიერი თომას შტიოლნერი, რომელიც რამდენიმე წელია, იკვლევს საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს. თბილისის აეროპორტში შტოლნერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააგენტოსა და სხვა სამთავრობო უწყებებისთვის მხოლოდ რჩევების მიცემა შეუძლია. გერმანელი მეცნიერი, რომლის შეაფსებით, საყდრისის ოქროს საბადო ერთ-ერთი უძველესია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებს და საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებს შეხვდება.