საგამოძიებო სამსახურმა გადაუდებელი აუცილებლობით ახსნა უგულავას დაკავება

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავება გადაუდებელი აუცილებლობით ახსნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. მისი ინფორმაციით, 2 ივლისს უგულავამ ორჯერ შეცვალა თბილისიდან გამგზავრების მიმართულება და ოპერატიული მონაცემებით, საქართველოში დაბრუნებას აღარ აპირებდა.