უკრაინაში გრძელდება შეტაკებები

უკრაინის სამთავრობო ძალები განაგრძობენ შეტევას აღმოსავლეთში მოქმედი, პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების წინააღმდეგ. პარალელურად, ქვეყნის პრეზიდენტმა სამხედრო რიგებში მაღალჩინოსანთა პოსტებზე ცვლილებების შესახებ გააკეთა განცხადება. 3 ივლისს უკრაინის საზღვარზე ბრმად ნასროლმა რაკეტამ დააზიანა რუსეთის პოსტი. ათდღიანი ზავი 30 ივნისს დასრულდა. 2 ივლისს ბერლინში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის, რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ახალ ზავზე იმუშავებენ, რომელიც ყველაზე გვიან 5 ივლისს ამოქმედდება. უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გამოაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ნიშნავს გენერალ-პოლკოვნიკ ვალერი ჰელეტეის, ყოფილ პოლიციელს, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა, გაერთიანებული შტაბის უფროსად კი დაინიშნა გენერალ-ლეიტენანტი ვიქტორ მუჟენკო. კანდიდატურების წარდგენისას პოროშენკომ პირობა დადო, რომ არმიას გაწმენდს ქურდებისგან და კორუმპირებულებისგან. სამხედრო მაღალჩინოსანთა კანდიდატურები უკვე დაამტკიცა პარლამენტმა.