ვენაში ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება გრძელდება

ვენაში, სადაც ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს და გერმანიას, ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი, ირანის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანმა მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს ურანის გამდიდრების მოცულობა, თუ სურს, რომ მისი ბირთვული პროგრამის თაობაზე მტკიცე შეთანხმება იქნეს მიღწეული. ვენაში მიმდინარე შეხვედრას უნდა მოჰყვეს შეთანხმების მიღწევა ირანსა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის 20 ივლისისთვის. დასავლეთს სურს გარანტია, რომ ირანის არ ესწრაფვის ბირთვული იარაღის შექმნას. ირანი ბირთვული პროგრამის შეკვეცის სანაცვლოდ დაწესებული სანქციების გაუქმებას მოელის. თეირანის მტკიცებით, ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამა სამშვიდობო მიზნებს ემსახურება.