აბდულა აბდულასა და აშრაფ ღანის წარმომადგენლები შეხვედრას გეგმავენ

ავღანეთის პრეზიდენტობის ორი კანდიდატისა და მეტოქის აბდულა აბდულასა და აშრაფ ღანის წარმომადგენლები გეგმავენ შეხვედრას, რომლის ფონია საარჩევნო კომისიის მიერ მეორე ტურის შედეგების გამოცხადება, რაც კვლავ დაპირისპირების საგანია. პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი მანიპულირებს 14 ივნისის განმეორებითი არჩევნების შედგებით. აბდულა აბდულა ხმის დათვლის პროცესს უწოდებს უსამართლოს და ხელახალ გადათვლას მოითხოვს. თუმცა ამ იდეას ეწინააღმდეგება ღანის საარჩევნო შტაბი, რომელიც აცხადებს, რომ მათმა კანდიდატმა მილიონზე მეტი ამომრჩევლის ხმა მიიღო.