კულტურის სამინისტრომ გაზარდა საშტატო შემადგენლობა

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში 129-დან 140-მდე გაიზარდა საშტატო ერთეულების რიცხვი, რასაც ამ უწყების ხელმძღვანელობა განსაკუთრებულად დატვირთული სამუშაო რეჟიმით ხსნის. სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ უწყებაში შეიქმნება ასოცირების სამმართველო, რომელიც იმუშავებს ხელშეკრულების ფარგლებში კულტურის სფეროში გაწერილი ვალდებულებების შესასრულებლად.