ბათუმი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

ბათუმში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“, რომლის ორგანიზატორია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. კონფერენციის მონაწილეებს მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოსა და პოლონეთის პარლამენტების თავმჯდომარეებმა დავით უსუფაშვილმა და ბოგდან ბორუსევიჩმა. ფორუმში მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, უკრაინისა და საქართველოს მთავრობებისა და პარლამენტების, ევროკომისიისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები და ქართველი და უცხოელი ექსპერტები. კონფერენციაზე განიხილება ასოცირების შეთანხმების შესრულების და აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები და ევროკავშირში „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილე ქვეყნების გაწევრიანების პერსპექტივა.