პეტრო პოროშენკო 19 ჯარისკაცის დაღუპვისათვის შურისძიებით იმუქრება

უკრიანის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ უმკაცრეს პასუხს გასცემს პრორუსულად განწყობილ მეამბოხეებს, რომლებმაც 11 ივლისს გაანადგურეს სამხედრო კოლონა და მრავალი უკრაინელი ჯარისკაცი დახოცეს ქვეყნის აღმოსავლეთში. პარასკევს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 19 ჯარისკაცი დაიღუპა რუსეთ-უკრაინის საზღვართან სეპარატისტების მხრიდან „გრადის“ კლასის რეაქტიული დანადგარიდან განხორციელებული საარტილერიო იერიშის შედეგად. "თითოეული ჩვენი დაღუპული ჯარისკაცის სიცოცხლისათვის, ექსტრემისტები ათობით და ასობით საკუთარი ჯარისკაცის სიცოცხლით აგებენ პასუხს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.