წინასწარი მონაცემები თბილისის მერობის პოსტზე დავით ნარმანია ლიდერობს

248 უბნის მონაცემის მიხედვით დავით ნარმანიას ხმა არჩევნებზე მისულმა ამომრჩეველთა 72,7%-მა მისცა. ცესკოს პირველად მონაცემებთან დაკავშირებით ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მორიგი ბრიფინგი გამართა. თამარ ჟვანიას განცხადებით, ამ დროისთვის დათვლილია თბილისის 727 უბნიდან 248 უბნის მონაცემები, რომლის მიხედვითაც დავით ნარმანიას ხმა არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 72,7%-მა მისცა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ნიკა მელიას კი მხარი არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 27,3%-მა დაუჭირა. ამასთან, ნიკა მელიამ უკვე მიულოცა გამარჯვება მეტოქეს.