ღარიბაშვილი: ჩვენ ყველგან დამაჯერებლად მოვიგეთ

საქართველოს მოქალაქეებს თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით დასრულება, მმართველი კოალიციის მხარდამჭერებს კი „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვება მიულოცა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. „ჩვენ ყველგან დამაჯერებლად მოვიგეთ და სიმბოლურია, რომ ეს დაგვირგვინდა მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის გამარჯვებით, რომელსაც თავიდანვე ერთგულად ვგულშემატკივრობდი“, - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.