დღეს შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია მოსალოდნელი

შავი ზღვის სანაპიროზე დღეს ოთხ ბალამდე შტორმია მოსალოდნელი, რის გამოც აჭარაში ორი დღით აიკრძალა ზღვაში შესვლა. საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს განმარტებით, აკრძალვის შესახებ დამსვენებლებს ზღვის სანაპიროებზე აღმართული წითელი ალმები აფრთხილებს. დამსვენებლებს ზღვაში შესვლისგან თავშეკავებას ურჩევენ ნაპირზე მყოფი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებიც.