შსს: დანაშაულმა წინა წელთან შედარებით 17%-ით იკლო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 თვის დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით იანვრიდან ივნისამდე საქართველოში 12881 დანაშაული დაფიქსირდა, აქედან 7667 დანაშაული, ანუ 59,52% გაიხსნა. ამ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დანაშაულმა წინა წლის წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით 16,91%-ით იკლო.