ევროკავშირი გაამკაცრებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოება გადაწყვიტა ევროპის კავშირმაც. ეს განზრახვა კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს ბრიუსელში, გუშინ გამართული სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში. ევროკავშირი ივლისის ბოლოს დაასახელებს იმ პირებსა და კომპანიებს, რომელთა წინააღმდეგ სანქციები დაწესდება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო მოქმედებების მხარდაჭერისთვის.