პარლამენტში განიხილავენ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხს

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვა მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე. მას ესწრებიან მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე და ბულგარეთის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები – კრისტიან ვიგენინი და ედგარს რინკევიჩსი.