გიორგი მარგველაშვილმა მწუხარება გამოთქვა უკრაინაში მომხდარი ტრაგედიის გამო

უკრაინაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. „ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ჰოლანდიის, მალაიზიისა და ყველა იმ სახელმწიფოების მთავრობებსა და ხალხს, რომელთა მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ თვითმფრინავის ბორტზე. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ძალისხმევით ჩატარდეს გამოძიება და სათანადო შეფასება მიეცეს ამ ტრაგედიას", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.