ღაზის სექტორში იზრდება მსხვერპლის რიცხვი

პალესტინელი ოფიციალური პირების მონაცემებით, დღეს დილით ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ღაზის სექტორში დაიღუპა შვიდი ადამიანი, მათ შორის ერთი ოჯახის ხუთი წევრი. შედეგად 580-მდე გაიზარდა ისრაელის მიერ 8 ივლისს დაწყებული ოპერაციის დროს დაღუპული პალესტინელების რიცხვი. ისრაელის მიზანია ბოლო მოუღოს ღაზის სექტორიდან მისი ტერიტორიისათვის რაკეტების სროლას. პალესტინელი ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულების უმრავლესობა სამოქალაქო პირები არიან. ოპერაციის დაწყების შემდეგ ისრაელის მხარეს დაიღუპა ორი სამოქალაქო პირი და 27 ჯარისკაცი.