ნიდერლანდში ჩაასვენეს ავიაკატასტროფაში დაღუპულთა პირველი ჯგუფი

უკრაინიდან ნიდერლანდში გადაასვენეს მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფის შედაგად დაღუპულების პირველი ჯგუფი. 40 დაღუპული ორი სამხედრო თვითმრინავით გადაასვენეს ხარკოვიდან ეინდჰოვენის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, სადაც მათ დახვდნენ მსხვერპლთა 1000-მდე ახლობელი, ნიდერლანდის მეფე-დედოფალი, პრემიერ-მინისტრი და იმ დანარჩენი ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთა მოქალაქეებიც დაიღუპნენ 17 ივლისს უკრაინაში ავიალაინერის ჩამოგდების შედეგად. გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარდებათ ამსტერდამთან მდებარე სამხედრო ბაზაზე. ავიაკატასტროფამ შეიწირა მალაიზიის ავიაკომპანიის თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი. მათი უმრავლესობა - 193 ადამიანი - ნიდერლანდელი იყო. დღეს ნიდერლანდში გლოვის დღეა. ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, როგორც ჩანს, თვითმფრინავი ჩამოაგდეს უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა. ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ნეშტებს, რომლებიც უკვე ნაპოვნია, 25 ივლისამდე გადაასვენებენ ნიდერლანდში.