ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავს

ევროკავშირის ელჩები 24 ივლისს განიხილავენ ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ევროკავშირის ლიდერები გასულ კვირას შეთანხმდნენ, რომ ახალი სანქციები შეეხებოდათ კომპანიებს, რომლებიც ძირს უთხრიან უკრაინის სუვერენიტეტს. ასევე უნდა შედგეს სია იმ კომპანიებისა და ადამიანებისა, რომელთა ქონებაც ივლისის ბოლოს უნდა გაიყინოს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე თქვეს რომ რუსეთს შეუზღუდავდნენ თავდაცვის და მგრძნობიარე ტექნოლოგიების წვდომას, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, თუ რუსეთი არ შეწყვეტს იარაღის დინებას უკრაინის საზღვარზე.