ავღანეთში თალიბებმა 14 ადამიანი დახვრიტეს

ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, თალიბმა ექსტრემისტებმა 14 კაცი დახოცეს დასავლეთ ავღანეთში. ღორის პროვინციის ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, შეიარაღებულმა პირებმა ქაბულთან ახლო გააჩერეს ავტობუსი, გადმოიყვანეს და 14 ადამიანი, მათ შორის სამი ქალი და ერთი ბავშვი გზაზევე დახვრიტეს. ყველა მოკლული ჰაზარა შიას რელიგიურია ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ.