საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის ახალ შემადგენლობას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა. მინისტრთა კაბინეტისათვის ნდობის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა შვიდი მინისტრი. მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის პროგრამული გამოსვლა და მწვავე დებატები საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირებას შორის. საპარლამენტო უმცირესობას არ მიუღია მონაწილეობა მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებაში. მან კენჭისყრამდე დატოვა დარბაზი.