ევროკავშირი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე იმსჯელებს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები დღეს ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ და იმსჯელებენ რუსეთის საფინანსო, ენერგეტიკულ და თავდაცვის სფეროებისთვის დამატებითი სანქციების დაწესების თაობაზე. გავრცელებული ვარაუდით, ახალი ზომები მოიცავს რუსეთის ბანკებისთვის ევროპის ბაზრებზე შეღწევაში შეზღუდვებს, ენერგეტიკის სექტორთან მუშაობის მოცულობის შემცირებას და იარაღზე ემბარგოს. ევროკავშირთან დაახლოებული წყაროები ასევე აცხადებენ, რომ ბლოკი გეგმავს რვა პირის და სამი კომპანიის სახელები დაამატოს სანქციათა სიას.