მოსკოვი მძაფრად აკრიტიკებს გაეროს ანგარიშს უკრაინის შესახებ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „არაობიექტური და თვალთმაქცური“ უწოდა გაეროს ადამიანის უფლებათა უწყების ანგარიშს უკრაინაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. მოსკოვი აღაშფოთა ანგარიშში შესულმა დებულებამ, რომ კიევი უფლებამოსილია, გამოიყენოს ძალა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში კანონიერებისა და მართლწესრიგიას აღდგენის მიზნით. მოსკოვის საგარეო უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ შეფასებებში გაეროს მისამართით გამოთქმულია საყვედური, რომ ორშაბათს გავრცელებულ ანგარიშში არაფერია ნათქვამი უკრაინის არმიის მიერ „გრადის“ ტიპის სარაკეტო დანადგარების გამოყენებაზე, რის შედეგადაც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, დაიღუპა 16 და დაიჭრა კიდევ არაერთი ადამიანი.