ისრაელი ჯარში დამატებით 16 ათას რეზერვისტს გაიწვევს

ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ჯარში დამატებით 16 ათასი რეზერვისტის გაწვევის შესახებ, რაც გამოწვეულია ღაზის სექტორში „ჰამასის“ ექსტრემისტული დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების აუცილებლობით. ამგვარად, გაწვეულ რეზერვისტთა საერთო რაოდენობამ 86 ათასი შეადგინა.