უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ ნატოს სამიტისთვის მზადების საკითხებს

დღეს თბილისში იმართება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილავენ ნატოს უელსის სამიტისთვის მზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. სხდომის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის თანახმად, მომხსენებლები იქნებიან თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, ირაკლი ალასანია და მაია ფანჯიკიძე. უშიშროების საბჭოს სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მოიწვია.