„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ჩრდილოეთ ერაყში ორი ქალაქი ჩაიგდეს ხელში

ოფიციალური პირების და ადგილობრივი ხალხის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილი ექსტრემისტული ჯგუფის მებრძოლები 3 აგვისტოს ჩრდილოეთ ერაყში ორ პატარა ქალაქს დაეპატრონენ. ქალაქები ზუმარი და სინჯარი დაეცა ინტენსიური ბრძოლის შემდეგ, რომელიც 2 აგვისტოს ექსტრემისტ მეამბოხეებსა და უსაფრთხოების ქურთ ძალებს შორის მოხდა. სააგენტო „როიტერსი“ იტყობინება, რომ სუნიტი ექსტრემისტები ასევე დაეპატრონენ ქალაქ ვანას, რომელიც ჩრდილოეთ ერაყში სტრატეგიულად მნიშვნელოვან კაშხალთან ახლოს მდებარეობს. „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც ალ-ყაიდისგან გამოყოფილ ჯგუფს წარმოადგენს, დიდი მოცულობის ტერიტორიას დაეპატრონა მას შემდეგ, რაც ბოლო თვეებში ერაყის ჩრდილოეთ და დასავლეთ რეგიონებზე მიიტანა იერიში.