ზაზა ურუშაძის ფილმი მონრეალის კონოფესტივალზე

Your browser doesn’t support HTML5

7 სექტემბერს, კანადაში დაიხურა მონრეალის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ კინოფორუმად ითვლება მსოფლიოში. ეს ფესტივალი 1977 წლიდან ტარდება. მონრეალის ფორუმში მონაწილეობასაც კი გამარჯვებად მიიჩნევენ კინოს სამყაროში. შარშან სწორედ მონრეალის ფესტივალზე უჩვენეს პირველად იაპონური ფილმი ”წასულები”, რომელიც ამერიკული ”ოსკარით” დაჯილდოვდა, როგორც წლის საუკეთესო უცხოენოვანი სურათი. მონრეალის ფესტივალის ერთ-ერთ პროგრამაში წელს ჩართული იყო ზაზა ურუშაძის ფილმი ”სამი სახლი”, რომლის მსოფლიო პრემიერა კანადაში შედგა. გიორგი გვახარია ზაზა ურუშაძეს თბილისში დაბრუნებისთანავე გაესაუბრა.