ცხინვალი 5 დღით კრძალავს მოქალაქეთა გადაადგილებას ადმინისტრაციულ საზღვარზე

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა 5 დღით კრძალავს საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქალაქეთა გადაადგილებას. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, რაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მემორიალურ ღონისძიებებს უკავშირდება, 6 აგვისტოდან ადმინისტრაციული საზღვრის გამარტივებულ მონაკვეთებზე წყდება მოქალაქეების მიმოსვლა. 11 აგვისტოდან აკრძალვა მოიხსნება.