აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკში, ციხიდან ასამდე პატიმრის გაქცევა მოჰყვა საარტილერიო ჭურვის ჩამოვარდნას საპატიმროს შენობაზე რუსეთის მოხრე სეპარატისტებს და უკრაინის არმიას შორის ბრძოლის დროს. ცნობით, ერთ-ერთი პატიმარი დაიღუპა ჭურვის აფეთქების გამო. ამ საპატიმროში სასჯელს იხდიან განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები. უკრაინის არმიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მთავრობის ჯარები გეგმავენ საბოლოო იერიშს ქალაქის კვლავ ხელში ჩასაგდებად.