ვაშინგტონი გახიზნული იეზიდების და ქრისტიანების ევაკუაციას აპირებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი აპირებს ევაკუაცია მოახდინოს ათობით ათასი ადამიანისა, რომლებიც თავს აფარებენ ჩრდილოეთი ერაყის მთებს. კერიმ 13 აგვისტოს განაცხადა, რომ ამერიკა სწრაფად და კრიტიკულად აფასებდა, თუ როგორაა შესაძლებელი ჰუმანიტარულ კრიზისში მყოფი იეზიდებისა და ქრისტიანების გადარჩენა, რომლებიც სინჯარის მთაზე გაექცნენ ისლამისტ მებრძოლებს. გაერო აცხადებს, რომ მთას თავს აფარებს 20-დან 30--მდე ათასი ადამიანი და რომ მათ პოტენციურად გენოციდი ემუქრებათ უახლოესი დღეების ან საათების განმავლობაში.