ნიგერიის პრეზიდენტმა 16 ათასი ექიმი დაითხოვა სამსახურიდან

ნიგერიის პრეზიდენტმა გუდლაკ ჯონატანმა სამსახურებიდან გაათავისუფლა 16 ათასი ექიმი-ორდინატორი. ნიგერია ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც მომაკვდინებელი ვირუსი ებოლა მძვინვარებს. ხუთშაბათს ნიგერიაში კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა. გათავისუფლებული ექიმები, ნიგერიის მედიცინის ასოციაციის წევრები, პირველი ივლისიდან გაფიცულები არიან. ისინი ხელისუფლების მხრიდან შეთანხმების უპატივცემულობას აპროტესტებენ. ნიგერიის ხელისუფლება ირწმუნება, რომ გათავისუფლებულ ადგილებზე მუშაობას ახალი ექიმები დაიწყებენ. თუმცა, მედიცინის ასოციაციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება თავს იტყუებს.