ბან კი მუნი ერაყში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ერაყის პრემიერ-მინისტრის ნური ალ მალიკის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ ერაყის ახალი ხელისუფლების ფორმირებას უახლოეს მომავალში ელოდება. ბან კი მუნი ასევე მოუწოდებს ერაყელ პოლიტიკოსებს „გააორმაგონ ძალისხმევა“ იმ მრავალრიცხოვანი ამოცანის გადასაჭრელად, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.