ჩვენი სტუმარი: მარინა დარახველიძე

Your browser doesn’t support HTML5

18 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე. უახლოეს მომავალში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები არა რიგითობის, არამედ შემთხვევების სიმძიმის მიხედვით გავლენ. თუმცა, მარინა დარახველიძის თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე გამოძახებაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა საერთოდ არ მივა. როგორც ის განმარტავს, საქმე ეხება მხოლოდ დროის ფაქტორს. თუკი ერთ შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე უნდა მივიდეს მაქსიმუმ 8 წუთში, მეორე შემთხვევაში დროის ეს მონაკვეთი შესაძლოა გაიზარდოს 16 წუთამდე. როგორ განისაზღვრება გამოძახების პრიორიტეტები? რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი? ამ და ზოგადად სასწრაფო სამედიცინო დახმარების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე ილაპარაკა დილის გადაცემის სტუმარმა.