თურქული კომპანია „აჭარ ენერჯი 2007" ჭოროხზე ახორციელებს ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობას

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, თურქული კომპანია „აჭარ ენერჯი 2007" მდინარე ჭოროხზე ახორციელებს ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობას, რომელიც სამ ჰესს მოიცავს - „კირნათი ჰესი", „ხელვაჩაური ჰესი 1" და „ხელვაჩაური ჰესი 2". ჰიდროელექტროსადგურების კასკადის ჯამური დადგმული სიმძლავრე 126 მგვტ-ს შეადგენს. კასკადი წლიურად 560 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 200 მლნ აშშ დოლარია, საიდანაც კომპანიამ 120 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა. მშენებლობა 2018 წელს დასრულდება.