აზერბაიჯანში თავს დაესხნენ ჟურნალისტს და უფლებადაცვის აქტივისტს

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და უფლებადამცველს უცნობი პირები დაესხნენ თავს და სასტიკად სცემეს. ნახჩევანელ ილგარ ნასიბოვს თავს დაესხნენ 21 აგვისტოს, თავის ოფისში, კვლევით ცენტრში, სადაც ის უგონო მდგომარეობაში ინახეს, თავის არეში ტრავმებით, გატეხილი ცხვირით, ასევე ნეკნებით, სისხლის დიდი დანაკარგით. მისი ორგანიზაცია ერთადერთი დამოუკიდებელი უფლებადამცველი გაერთიანებაა პროვინციაში. ეუთოს წარმომადგენელმა პრესის თავისუფლების სფეროში, დუნია მიატოვიჩმა მოუწოდა აზერბაიჯანის მთავრობას მიაგნოს დამნაშავეებს.