თავდასხმას ერაყში 34 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 34 ადამიანის დაიღუპა და ასზე მეტი დაიჭრა ერაყის მასშტაბით მომხდარი შეტაკებებისა და ძალადობის შედეგად. 3 ადამიანი დაიღუპა და 9 დაიჭრა ბაღდადში, სადაც უსაფრთხოების ოფისს თავს დაესხა თვითმკვლელი ტერორისტი, რომელმაც დანაღმულ ავტომობილში აიფეთქა თავი. 13 კაცი კი დაიღუპა პოლიციასა და სავარაუდოდ ისლამისტური სახელმწიფოს დაჯგუფებას შორის მომხდარ შეტაკებებში ქალაქ ბაქუბაში. კიდევ 18 კაცი კი ქალაქ კირკუკში მომხდარ ორ ტერორისტულ აქტს შეეწირა. ძალადობის აქტების ფონია ერაყის სამთავრობო ძალების მიერ დაწყებული საბრძოლო ოპერაცია, რომელიც ისლამური სახელმწიფოს ხელში არსებულ რაიონებზე კონტროლის აღდგენას ისახავს მიზნად.