სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ ჩაკეტა ე.წ. საზღვარი ოკუპირებულ ახალგორთან. გადაწყვეტილება რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან მე-6 წლისთავის აღნიშვნას უკავშირდება. საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, მოსკოვმა 2008 წლის 26 აგვისტოს ცნო დამოუკიდებელ რესპუბლიკებად.