რეჯეპ ტაიპ ერდოანი თურქეთის ახალ პრეზიდენტად აკურთხეს

ერდოანის პრეზიდენტად კურთხევის ცერემონია 28 აგვისტოს ანკარაში გაიმართა. ცერემონიას ათეულობით სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები დაესწრნენ. ერდოანი თურქეთის პრემიერ-მინისტრი იყო 11 წლის განმავლობაში. 10 აგვისტოს მან თურქეთში გამართულ პირველ პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებში მოიპოვა გამარჯვება.რეჯეპ ტაიპ ერდოანმა საინაგურაციო სიტყვაში პირობა დადო, რომ განახორციელებს შესაბამის რეფორმებს, რითაც მნიშვნელოვნად განმტკიცდება საპრეზიდენტო ძალაუფლება. მისი ოპონენტები შიშობენ, რომ ასეთი ნაბიჯი კიდევ უფრო გააძლიერებს ერდოანის ავტორიტარულ მმართველობას.