დღეს პარიზში გაიმართება საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრების ირაკლი ალასანიას და ჟან-ივ ლე დრიანის შეხვედრა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას განიხილება სამხედრო სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის და ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის მიმდინარეობის საკითხები. თავდაცვის მინისტრები ნატოს მომავალ სამიტზეც ისაუბრებენ.