პაკისტანში სამი ადამიანი დაიღუპა ანტისამთავრობო გამოსვლებისას

პაკისტანელი ოფიციალური პირების ცნობით, სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას. ისლამაბადში ახლაც გრძელდება საპროტესტო გამოსვლები პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, ნავაზ შარიფის გადადგომის მოთხოვნით. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა, როცა დემონსტრანტებმა გადაჯგუფება სცადეს შარიფის რეზიდანციასთან ღამის შეტაკებების შემდეგ. მედიკოსების ინფორმაციით, შეტაკებებისას დაშავდა 400-ზე მეტი ადამიანი. 30 აგვისტოს ათასობით დემონსტრანტმა დაიწყო საპროტესტო სვლა პარლამენტთან მდებარე ტერიტორიიდან, სადაც რამდენიმე დღე იყვნენ დაბანაკებული პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით. ოპოზიცია და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ ნავაზ შარიფმა გაყალბების შედეგად გაიმარჯვა 2013 წლის საპარლამენტო არჩევნებში. 30 აგვისტოს შარიფმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს გადადგომას.