ისლამაბადში დემონსტრანტებმა ტელეცენტრი დაიკავეს

ისლამაბადში ანტისამთავრობო მანიფესტაცია გადაიზარდა ტელეცენტრის დაკავებაში. სახელმწიფო ტელეარხმა და თავისმა ინგლისურენოვანმა ვერსიამ მაუწყებლობა შეწყვიტეს. ტელეწამყვანი გადაცემის შეჩერებამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოაცხადა, რომ ისინი შენობას უტევენ, ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, სცემენო. ანტისამთავრობო დემონსტრაციები პაკისტანში უკვე კვირების განმავლობაში გრძელდება მთვარობის გადაგომის მოთხოვნით. 30 აგვისტოს პრეზიდენტს რეზიდენციაზე იერიშისას სამი კაცი მოკლეს, ასეულობით დაიჭრა.