უკრაინის საკითხზე მინსკში გაიმართა სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა

დღეს მინსკში უკრაინის საკითხზე გაიმართა სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა. ოთხსაათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. სეპარატისტთა ლიდერმა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, თქვა, რომ 5 სექტემბერს მხარეები კვლავ გამართავენ მოლაპარაკებას. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ეუთოს, რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლები, ასევე სეპარატისტთა მხარე. მხარეებს უნდა განეხილათ სხვათა შორის ცეცხლის შეწყვეტის ფორმატი.