დასრულდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში

საქართველოში ვიზიტი დაასრულა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა. ის დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა და აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა. ჩაკ ჰეიგელი საქართველოს გასული კვირის ბოლოს ეწვია და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. ჩაკ ჰეიგელი იმყოფებოდა კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრშიც, სადაც სიტყვით მიმართა ქართველ და ამერიკელ სამხედროებს.