პოროშენკომ და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

გავრცელდა ცნობა რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შესახებ. კრემლის პრესსამსახურის თანახმად, პეტრო პოროშენკომ და ვლადიმირ პუტინმა განიხილეს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ვითარების მშვიდობიანი მოგვარების ნაბიჯები. ცნობით, დიალოგი გაგრძელდება. ორი პრეზიდენტის წინა სატელეფონო საუბარი შაბათს შედგა.