14 კაცი დაშავდა ჩილეს მეტროსადგურში მომხდარი აფეთქებისას

გუშინ ჩილეში, მეტროსადგურ სანტიაგოში მომხდარი აფეთქებისას დაშავდა 14 ადამიანი. ხელისუფლების წარმომადგენლები მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას აძლევენ. ამ დრომდე მეტროში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. ჩილეს პრეზიდენტმა მიშელ ბაჩელოტიმ დაგმო ეს ფაქტი და განაცხადა, რომ გამკაცრდება ანტიტერორისტული კანონმდებლობა.