შუმახერი მკურნალობას სახლში აგრძელებს

ლეგენდარული ავტომრბოლელის მიხაელ შუმახერის მენეჯერი აცხადებს, რომ სპორტსმენი, რომელმაც უმძიმესი ტრამვა მიიღო თხილამურით დაშვების დროს, სახლში აგრძელებს მკურნალობას. 45 წლის შუმახერმა ივნისში დატოვა ჰოსპიტალი, სადაც მას 6 თვის განმავლობაში უტარდებოდა მკურნალობის კურსი ტვინის საშიში დაზიანებების მოშუშებისთვის. პოპულარული ფორმულა 1-ის შვიდგზის გერმანელი ჩემპიონი საფრანგეთში თხილამურებით სრიალის დროს, 29 დეკემბერს დაშავდა, რის შემდეგაც ის გრენობლის კლინიკაში მოათავსეს.