ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიღება გადადო

დიპლომატთა თანახმად, ევროკავშირის ელჩებმა ვერ შესძლეს 10 სექტემბერს მიეღოთ გადაწყვეტილება, გაატარონ ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის კონფლიქტში მისი ჩარევის გამო. ახალი ზომების გარშემო ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ 5 სექტემბერს ნატოს სამიტის კულუარებში, უელსში. დიპლომატების თანახმად, გერმანიას სურდა სანქციების ამოქმედების გატანა, მაგრამ ზოგიერთმა ქვეყანამ ჯერ დალოდება ისურვა, რადგან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა მოქმედებს.