ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატები აშშ-ის ელჩს შეხვდნენ

ქაბულში აშშ-ის ელჩმა შუამავლობა გაუწია მოლაპარაკებებს ავღანეთის პრეზიდენტობის ერთმანეთთან დაპირისპირებულ კანდიდატებს შორის. ერთი დღით ადრე ჩიხში შევიდა მოლაპარაკება ერთიანი მთავრობის ფორმირების თაობაზე - უთანხმოების საგანი იყო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების ფორმა. ჯერჯერობით უცნობია შესძლო თუ არა აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს კანინგემმა დაპირისპირების განმუხტვა საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, აბდულა აბდულასა და ფინანსთა ყოფილ მინისტრ, აშრაფ ღანის შორის.